აბსტრაქტის გადმოგზავნის ვადაა 6 ოქტომბერი, 2025. გაფორმების სტილი: APA (ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია).
თეზისების ატვირთვა შესაძლებელია როგორც ქვემოთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმით, ასევე სიმპოზიუმის სამუშაო ელ. ფოსტის საშუალებით: info.turkology@tsu.ge
თეზისების ატვირთვამდე გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი მოთხოვნები:
- თეზისების მინიმალური მოცულობა - 300 სიტყვა, არ უნდა აჭარბებდეს 400 სიტყვას;
- გამოიყენეთ შრიფტი „სილფაენი“ (ორივე ენის შემთხვევაში). ქართული და ინგლისური ტექსტი კოპირების წესით ჩასვით სარეგისტრაციო ველის შესაბამის განყოფილებაში; ფორმატირების განსაკუთრებული წესების დაცვა არ არის საჭირო, სისტემა თავად გაათანაბრებს ყველა სიმბოლოს.
- დამოწმება: APA-ს სტილით (https://apastyle.apa.org/style-grammar-guidelines/citations);
- თეზისების შინაარსობრივი მხარე უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს (გთხოვთ, აუცილებლად გამოკვეთოთ ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები):
- კვლევის მიზანი;
- საკითხის აქტუალურობა;
- მეცნიერული სიახლე;
- კვლევის მეთოდები;
- კვლევის შუალედური ან საბოლოო შედეგები.
5. მითითებული სარეგისტრაციო თანხის (80 ლარი) გადახდა (რაც ფარავს სიმპოზიუმში მონაწილეობის ხარჯს, საუნივერსიტეტო ტურს, სიმპოზიუმის პროგრამისა და თეზისების ხარჯს, ასევე, ხემსს სესიებს შორის) შეგიძლიათ მას შემდეგ, რაც წერილობით გეცნობებათ სიმპოზიუმში თქვენი მოხსენების ჩართულობის შესახებ.
6. თუ სარეგისტრაციო ველების შევსების შემდეგ თქვენს პირად ელ. ფოსტაში მყისიერად არ აისახება სისტემური შეტყობინება განაცხადის წარდგენის შესახებ, აუცილებლად მოგვწერეთ სიმპოზიუმის სამუშაო ელ. მისამართზე:
info.turkology@tsu.ge